"ლიბერთი ბანკი" პროფესიული განათლების ფესტივალს მართავს

პროფესიული განათლების ფესტივალს "ლიბერთი ბანკი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

"ღონისძიების ფარგლებში დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების მიღების მსურველებსა და მათ მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეხვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს. ასევე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში,", - აცხადებენ "ლიბერთი ბანკში".

ფესტივალის მთავარი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა და ის დღეს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისი Event Hall-ში გაიმართება.