2017 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 157,271 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 447,926 მილიონი ლარი იყო. 2016 წლის იანვარ-ივნისში კი 290,655 მილიონი ლარი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივნისში ბანკების შემოსავლებმა - 2,133,940 მილიარდი ლარი, ხარჯებმა კი - 1,625,950 მილიარდი ლარი შეადგინა.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე