თბილისის ირგვლივ არსებული ტყის საფარი შეიწამლება

თბილისის ირგვლივ არსებულ, ტყით დაფარულ ფართობზე მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები გატარდება.

ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტყის მოვლის ღონისძიებები საქართველოში ათეულობით წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. როგორც გოგალაძე ამბობს, ჯერ კიდევ შარშან, სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის მოვლის ღონისძიებების გატარება დაიწყო. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს, მისი შეწამვლა მაისის თვეში იგეგმება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისის ტყეები ავიაციის საშუალებით, ბუნებრივი პრეპარატით შეიწამლება. საზოგადოება კი ღონისძიების გატარებამდე წინასწარ გაფრთხილებული და ინფორმირებული იქნება.