ნოდარ ჯავახიშვილი: ბიძინა ივანიშვილი "ქართუ ბანკს" ვერ გაყიდის

"ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნოდარ ჯავახიშვილი ბანკის გაყიდვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაყიდის "ქართუ ბანკს", რადგან მისი დამფუძნებელი არ არის. მეორეც, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ჩემთან ამ თემაზე არანაირი კონსულტაციები არასდროს არ ყოფილა", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ბანკი გაიყიდოს.

"ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, მაგრამ დღესდღეობით არავისთან არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება",- აცხადებს ჯავახიშვილი.

სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი "როსიისკი კრედიტი-ქართუ" 1996 დაფუძნდა, 1998 წელს კი მას "ბანკი ქართუ" დაერქვა. ამჟამად, ბანკის მფლბელი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია, ის ბანკის 100%-იან წილს ფლობს.