ახალი საცხოვრებელი პროექტი "პარკ თაუერი" აპრილის ბოლოს მთავრდება

16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის "პარკ თაუერის" მშენებლობა კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე თვის ბოლომდე დასრულდება.

სახლში, რომელსაც "მეტრა დეველოპმენტი" აშენებს, 56 ბინაა განთავსებული. ბინების ფართი 60-დან 200 კვადრატულ მეტრამდეა. სახლს აქვს პარკინგიც, რომელიც 75 ავტომობილზეა გათვლილი.

როგორც "მეტრა დეველოპმენტში" ამბობენ, ამ ეტაპზე, ეზოს მოსაპირკეთებლად და გამწვანებული სკვერის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია სერვისების სრული პაკეტი, მათ შორის კონსიერჟი, 24 საათიანი დაცვა, ვიდეო კონტროლი, ელექტრონული საშვის სისტემა, ეზოს, სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავება, გამწვანების მოვლა და ტექნიკური სამსახურის მომსახურება.

მყიდველს სასურველი ბინა თეთრი კარკასის კონდიციაში ბარდება.