„ევროპული ბიზნესის ასოციაცია“ არ ეთანხმება ამერიკის მიერ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილებას.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „სწორედ ბიზნესი გახლავთ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი, და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები არ უნდა მოექცეს რისკის ქვეშ მსგავსი შეზღუდვებით.“
ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის, ამერიკისა და რუსეთის ხელისუფლებას, შეიმუშავონ მოქმედების ახალი გზა, რომელიც პოლიტიკას და ბიზნესს გაყოფის საშუალებას მისცემს, ასევე იპოვონ საერთო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
ცნობისთვის, „ევროპული ბიზნესის ასოციაცია“ - ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია სათავო ოფისით მოსკოვში და აერთიანებს 500-ზე მეტ ევროპულ კომპანიას, რომლებიც საქმიანობენ რუსეთში.
კოკა კვირკველია