აუქციონზე 25 მილიონი ლარის 2-წლიანი ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების, 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ დაახლოებით 31 მილიონი ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.950 პროცენტით, მაქსიმალური 8.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.017 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი 7.750 პროცენტს შეადგენდა, რომლის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.