ჰიგიენური საფენების იმპორტმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 72 311 266 ლარი შეადგინა

ჰიგიენური საფენების ბაზარი საქართველოში სულ უფრო მომგებიანი ხდება. ამის შესახებ, ინფორმაციას Start - Business Solutions ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2016 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით სხვადასხვა სახის ჰიგიენური საფენების იმპორტმა 72 311 266 ლარი შეადგინა. აქედან იმპორტის უმეტესი წილი - 80% ბავშვის საფენებზე; 15% - ქალის საფენებზე; ხოლო 5% - ავადმყოფის საფენებზე მოდის.

bpn