ამერიკელმა მეოთხეკლასელმა ჯეკ დევისმა NASA-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე „პლანეტის მცველი“ აპლიკაცია რამდენიმე დღის წინ გააგზავნა. ბევრისთვის მოულოდნელად ნასა-მ 9 წლის ბიჭუნას წერილს უპასუხა.
პოზიცია, რომელიც ნასა-ში 1960 წლიდან არსებობს, საზოგადოების მხრიდან მუდმივად მაღალ ინეტრესს იწვევს, ვინაიდან ხშირად ხდება მისი ჰოლივუდის გმირების საქმიანობასთან შედარება. ნასა-ში „პლანეტის მცველის“ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლის წლიური ხელფასი 187 000 დოლარია.
„მე შეიძლება 9 წლის ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მოვერგები ამ სამსხურს. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გწერთ, ის არის, რომ ჩემი და უცხოპლანეტელს მეძახის. ამასთან, მე უკვე ვნახე ყველა ფილმი უცხოპლანეტელებზე, რომლის ნახვაც შემეძლო“, - წერს ჯეკ დევისი.
წერილში 9 წლის ბიჭუნა ასევე აღნიშნავდა, რომ უკვე ნანახი აქვს Marvel Agents of S.HI.E.L.D.” თუმცა ჯერ კიდევ სანახავი აქვს “Men In Black.” მან ასევე მიანიშნა, რომ კარგი გეიმერია.
9 წლის ჯე დეივისს ნასა-მ მალევე უპასუხა. საპასუხო წერილში სააგენტო აღნიშნავდა, რომ ეს სამსახური მთლად ისეთი არ არის, როგორც ეს კინოში ჩანს.
„ჩვენი პალნეტის დამცველის პოზიცია ნამდვილად მაგარია და მნიშვნელოვანი. ის პლანეტის დაცვას ითვალისწინებს მცირე მიკრობებისგან, როდესაც ჩამოგვაქვს ნაწილაკები მთვარიდან, ასტეროიდებიდან და მარსიდან. ის ასევე ითვალსიწინებს სხვა პლანეტებისა და მთვარეების დაცვას“, - ნათქვამია ნასას პლანეტების დამცველის განყოფილების მეცნიერის ჯეიმს გრინის საპასუხო წერილში. გრინმა ბიჭუნას პირადადაც დაურეკა და „პლანეტის მცველის“ პოზიციით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.
კოკა კვირკველია