დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.
„ადგილზეა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ძალიან მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ამოდის შავი კვამლი, ალბათ, ძველი საბურავები დააგდო ვიღაცამ და ამ საბურავებს წაეკიდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.