IAB - ონლაინ აუდიორეკლამა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება

ინტერნეტ აუდიორეკლამა სულ უფრო პოპულარული ხდება რეკლამისდამკვეთებს შორის.

სარეკლამო ბიურო IAB-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს ინტერნეტ აუდიორეკლამის შემოსავლებმა 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამავე კვლევით, ციფრულმა აუდიორეკლამამ ინტერნეტ რეკლამის დანახარჯების 2% შეადგინა. რაც შეეხება ფორმატებს, კვლევის მიხედვით, ინტერნეტ აუდიორეკლამის შემოსავლიდან 205 მილიონი დოლარი დესკტოპზე მოდის, 892 მილიონი დოლარი კი მობილურზე.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ წლებში აუდიორეკლამა კვლევში „სხვა კატეგორიაში“ გადიოდა, თუმცა IAB-ის წარმომადგენელთა განცხადებით, წლიდან წლამდე აუდიორეკლამა წინ მიიწევს.

„წლევანდელ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ კვლევეში აუცილებლად გაჩნდება კატეგორია აუდიორეკლამა“, - აღნიშნავს IAB-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ დოტი.

IAB-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, 2016 წელს რეკლამისდამკვეთებმა 72,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს ციფრულ მედიარეკლამაზე, რაც 59,5 მილიარდი დოლარით მეტია 2015 წლის მონაცემებზე.