ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელას მიმდებარედ, გორაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ლოკალიზებისთვის 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ლაგოდეხში ხანძარი გუშინ გაჩნდა და 3 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. დაიწვა ბალახი და ბუჩქები. ხანძრის ლიკვიდაცია გვიან ღამით განხორციელდა.