„ინტერ რაო“-ს სტრუქტურებმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს

„ინტერ რაო“-ს სტრუქტურებმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს, რომელშიც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების აწევაზე უარის თქმის გამო, 175 მილიონი აშშ დოლარის ზარალის კომპენსირებას ითხოვენ.

როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, ახალი სარჩელი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრშია შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ ივნისში სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესი დაიწყო, რა საქმესთან მიმართებაშიც კომპანია „ინტერ რაო“ 125 მილიონ აშშ დოლარს, ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას ითხოვს.

"ინტერ-რაოს" სტრუქტურები, Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V. დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75 %-ს და "ხრამ ჰეს 1"-ს და "ხრამ ჰეს 2“-ს.