რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე?

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის კახა კანდელაკის შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში 74 375 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კანდელაკი სს „ლიბერთი ბანკის“ 104 021 აქციას ფლობს.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თი–ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 033,57 ლარი; საკრედიტოზე - კი 2 886,64 ლარი ჰქონდა.

კახა კანდელაკს 43 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა „თიბისი ბანკში“, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა წინა წელს 8 003,33 დოლარი შეადგინა.

კანდელაკს მეუღლე ელენა იავორსკაია და ერთი შვილი ყავს. ელენა იავორსკაია ფლობს 101,17 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარშზე 217,74 ლარი ჰქონდა. იავორსკაიას შემოსავალმა შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მარკეტინგის დირექტორის პოსტზე 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 45 000 ლარი შეადგინა.