ოცი ჩვევა, რომელიც ხელს გიშლით უფრო დიდი წარმატების მიღწევაში

გამოვყოფთ საკითხებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება მოგვარება თანამშრომლებთან ურთიერთობებში და დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, მათგან რომელი გეხებათ პირადად თქვენ.

1. გამარჯვების ჟინი:

მოთხოვნილება, გაიმარჯვო ყველა სიტუაციაში ნებისმიერ ფასად და ყოველთვის.

2. სხვისი იდეის გაუმჯობესება: დაუოკებელი ჟინი, ნებისმიერ დისკუსიაში შენი აზრიც გამოთქვა.

3. განსჯა: სხვების შეფასებისა და მათთვის შენი სტანდარტის თავს მოხვევის მოთხოვნილება.

4. გამანადგურებელი კომენტარები: უადგილო სარკასტული კომენტარები და შეურაცხმყოფელი შენიშვნები, რომლებიც, შენი აზრით, უფრო ჭკვიან და გონებამახვილ ადა-მიანად წარმოგაჩენს.

5. წინადადების დაწყება სიტყვებით: „არა“, „მაგრამ“, „თუმცა“: ამ სიტყვების ხშირი გამოყენებით ყველას შეფარვით ეუბნებით: „მე ვარ მართალი. თქვენ კი ცდებით”.

6. მთელმა ქვეყნიერებამ შეიტყოს, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ: მოთხოვნილება, უჩვენო ადამიანებს, რომ იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე მათ ჰგონიათ.

7. საუბარი, როდესაც გაბრაზებული ხარ: ემოციური გაუწონასწორებლობის გამომჟღავნება, როგორც ერთ-ერთი მენეჯერული ხერხი.

8. ნეგატივიზმი, ანუ „მოდი, აგიხსნათ, ეს რატომ არ გამოდგება“: შენი უარყოფითი მოსაზრების გამოხატვის მოთხოვნილება, როდესაც არ გეკითხებიან.

9. ინფორმაციის ორგაზიარება: არ გასცე ინფორმაცია უპირატესობის შენარჩუნების მიზნით.

10. ადამიანების დაუფასებლობა: უუნარობა, შეაქო ადამიანები და დააჯილდოო ისინი.

11. აღიარების მოთხოვნა იმისთვის, რაც არ გეკუთვნის: ყველაზე აუტანელი ქცევა, რომლითაც ნებისმიერ მიღწევაში საკუთარი როლის გაზრდას ცდილობ.

12. თავის მართლება: მოთხოვნილება, გაასაღო შენი აუტანელი ჩვევა, როგორც პიროვნული, თანდაყოლილი თვისება, რათა ასე მოქცევა გაპატიონ.

13. წარსულზე ჩაბღაუჭება: მოთხოვნილება, საკუთარი თავის ნაცვლად პასუხი სხვებს მოკითხო ან ყველაფერი წარსულში მომხდარ მოვლენებს მიაწერო, სხვების დადანაშაულების ერთ-ერთი სახეა.

14. ფავორიტების გამორჩევა: იმისი დაუნახაობა, რომ ადამიანს უსამართლოდ ექცევი.

15. უარის თქმა სინანულზე: როდესაც არ იღებ პასუხისმგებლობას შენს საქციელზე, არ აღიარებ, რომ ცდები, ან არ აცნობიერებ, რა გავლენას ახდენს შენი საქციელი სხვებზე.

16. მოსმენის უუნარობა: კოლეგების უპატივცემულობის ყველაზე პასიურ-აგრესიული ფორმა.

17. მადლიერების გამოხატვის უუნარობა: ცუდი მანერების ყველაზე მარტივი ილუსტრაცია.

18. ამბის მომტანის დასჯა: აბსოლუტურად გაუმართლებელი მოთხოვნილება, შეუტიო უდანაშაულო ადამიანს, რომელიც შენს დახმარებას ცდილობს.

19. გადაბრალება: მოთხოვნილება, დაადანაშაულო ყველა, გარდა საკუთარი თავისა.

20. გადაჭარბებული მოთხოვნილება, ვიყო „მე“: ნაკლის ღირსებად წარმოჩენა მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ნაკლია.

შეიძლება, მაკიაველისთვის არ იყო ძნელი, მანკიერებანი ღირსებებად წარმოეჩინა, იმის სადემონსტრაციოდ, როგორ გამოგვადგებოდა ისინი, როგორც ტაქტიკის ნაირსახეობა მო-წინააღმდეგეებზე იერიშის მისატანად და უპირატესობის მოსაპოვებლად. მაგრამ მათი გამოსწორება საუკეთესო გზაა, ადამიანები ჩვენს მოკავშირეებად გავიხადოთ, რაც სამომავლოდ ბევრად უფრო საიმედო სტრატეგიაა წარმატებისთვის, ვიდრე იმ ჩვევათა დაცვა, რომლებიც ადამიანებისგან გვაშორებს.

ნაწყვეტი წიგნიდან: მარშალ გოლდსმიტი - ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება