„ლაბორატორია 32“ – საქართველოში სტომატოლოგიურ მომსახურების მისაღებად ბევრი უცხოეთიდან ჩამოდის

საქართველოში სტომატოლოგიამ, როგორც მედიცინის დარგმა, ბოლო ათი წლის განმავლობაში განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარა და საკმაოდ მაღალ ნიშნულსაც მიაღწია. დღესდღეობით ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის მეტი წილი სწორედ სტომატოლიგიურ პროცედურებზე მოდის.

მხოლოდ სტომატოლოგიური კაბინეტი დღეს უკვე საკმარისი არ არის და სრულფასოვანი მომსახურების შესათავაზებლად კლინიკები ადგილზე ლაბორატორიებსაც ხსნიან. ასე მოხდა „ლაბორატორია 32-ის“ შემთხვევაშიც. პროფესიით ექიმმა რევაზ დევდარიანმა სტომატოლოგიის პარალელურად სხვა ტექნიკების შესწავლაც დაიწყო და კლინიკის ბაზაზე ლაბორატორია ჩამოაყალიბა. „ლაბორატორია 32“ ძირითადად კლინიკებთან თანამშრომლობს და მათგან შეკვეთებს ნებისმიერი სახის კბილის პროთეზების, იმპლანტების,ესთეტიური გვირგვინების, ვინირების დამზადებაზე იღებს.

bpn

როგორც „ლაბორატორია 32-ის“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი ხარისხის ტექნიკითა და პროფესიონალი კადრებით „ლაბორატორია 32“ მომხმარებლებს ევროპულ მიდგომებს სთავაზობს. 

რევაზ დევდარიანის თქმით, საქართველოში სტომატოლოგიური მოსახურების მისაღებად საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოდის, მათ შორის ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

მისივე ინფორმაციით, მათთვის საქართველოში მიღებული სტომატოლოგიური მომსახურება გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

bpn

„ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე,ძირითადად კლინიკებთან ვთანამშრომლობთ და მათი პაციენტების შეკვეთებს ვამზადებთ, თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ინფორმაცია,რომ მომართვების დიდი წილი სწორედ უცხოელ პაციენტებზე მოდის. მაღალი ხარისხი ყველგან მოთხოვნადია, შესაბამისად ჩვენს ლაბორატორიაშიც შეკვეთების რაოდენობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გვაქვს მაღალი ხარისხის ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ISO სერთიფიკატის მფლობელია და ვიყენეთ ციფრულ ტექნოლოგიებს,“-აღნიშავს რევაზ დევდარიანი.

რევაზ დევდარიანის განმარტებით, ყველაზე მოთხოვნადი „ლაბორატორია 32-ში“კერამიკული გვირგვინებია. გვირგვინები ლაბორატორიაში სხვადასხვა მასალით მზადდება. გამოიყენება მეტალო კერამიკა, ცირკონო კერამიკა ასევე აკეთებენ დროებით გვირგვინებსაც. რაც შეეხება ფასებს, ერთი გვირგვინის ღირებულება 50 ლარიდან იწყება და 140 ლარამდე მერყეობს.

ლაბორატორიაში ერთი შეკვეთის შესრულება ერთი დღიდან ერთ კვირამდე პერიოდს მოიცავს. ხანგრძლივობა პროცედურის სირთულეზეა დამოკიდებული.

bpn

„ლაბორატორია 32-ში“ ამ დროისთვის 10-მდე თანამშრომელია დასაქმებული და მომართვიანობის ზრდასთან ერთად, დამფუძნებლები უკვე გაფართოებაზეც ფიქრობენ. ახლო მომავალში „ლაბორატორია 32-ის“ ბაზაზე სასწავლო კურსების ჩამოყალიბებაც იგეგმება. ცოტა ხნის წინ კომპანია „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამაში ჩაერთო. რევაზ დევდარიანს სტარტაპ სესხით ჯერ-ჯერობით არ უსარგებლია, თუმცა ვინაიდან „ლაბორატორია 32“ბაზარზე ახალია და საკმაოდ დიდი ინვესტიციების ჩადებას საჭიროებს, დევდარიანი თიბისი ბანკის ამ შემოთავაზებით სარგებლობასაც არ გამორიცხავს.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი