პეკინის გამზირზე კომერციულ ობიექტებსა და მაღაზიებს შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირდათ (+ვიდეო)

პეკინის გამზირზე მდებარე კომერციულ ობიექტებსა და მაღაზიებს შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირდათ. კვლევების მიხედვით, პეკინის გამზირი, კომერციული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული ადგილია. თუმცა გზის რეაბილიტაციამ ამ კუთხით ვითარება მკვეთრად შეცვალა. პეკინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიები კლიენტების შემცირებას ძირითადად ქუჩის რეაბილიტაციას უკავშირებენ.

კლიენტურის შემცირებაზე საუბრობს კომპანია ჯიტექსის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ადეიშვილიც. კომპანია ჯიტექსი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა: Collezione, Terrannova, OVS, "English home" და Enza home.

შემცირებული მომხმარებლის მიუხედავად, მაღაზიებსა და კომერციულ ობიექტებში სიტუაციას გაგებით ეკიდებიან. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ პეკინის ქუჩაზე სამომავლოდ ცალმხრივი მოძრაობის შენარჩუნების შემთხვევაში, კომერციული თვალსაზრისით მათ დიდი ზარალი მიადგებათ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე