სამეგრელოში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა. მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ასოციაციის დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც.
ახლადშექმნილი ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მივიწყებული, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენას (კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში და ა.შ) და იზრუნოს მათ გაშენებაზე. ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ასევე, ასოციაციის შექმნის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გაერთიანების გეგმებში შედის სანერგე მეურნეობის შექმნაც და ტრადიციული მეღვინეობის შესახებ მეწარმეთათვის ტრენინგების ჩატარებაც. განაგრძეთ კითხვა