თუკი გენერალური აუდიტორის თანამდებობასთან დაკავშირებით იქნება შემოთავაზება, ეს იქნება ძალიან საინტერესო ინიციატივა და აუცილებლად განვიხილავ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის მასთან რაიმე სახის კონსულტაცია ამ მიმართულებით არ ყოფილა.
"არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან კონსულტაცია ან კომუნიკაცია. არ მაქვს ინფორმაცია, მიდის თუ არა მოლაპარაკება რომელიმე კანდიდატთან. ვვარაუდობ, რომ საშემოდგომო სესიის დროს ეს საკითხი დადგება პარლამენტში. თუკი იქნება შემოთავაზება, ეს იქნება ძალიან საინტერესო ინიციატივა და აუცილებლად განვიხილავ",- განაცხადა ლომჯარიამ.