ხულოში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოს რაიონში 175 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება.

ადგილობრივი მთავრობისა და "აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლებმა შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებისა და სოფელ გელაძეების მოსახლეობასთან გამართეს.

შეხვედრის დროს, აღნიშნული სოფლების წარმომადგენლებმა ხელი შეთანხმებას მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, აჭარის მთავრობა დამატებით ვალდებულებას იღებს ჰესების მშენებლობის არეალში მდებარე სოფლების მოსახლეობის წინაშე.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობის გარდა, ხელშეკრულებას ხელი აჭარის მთავრობამ და "შუახევი-ჰესის" მშენებელმა კომპანიამ, "აჭარისწყალი ჯორჯიამ" მოაწერეს.

ხულოსა და შუახევში "შუახევიჰესის" სამშენებლო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო.