თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის აეროპორტის ხუთი ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია დაასახელა.
კომპანიის ცნობით, 2017 წლის ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები მინიმალური დაგვიანებით შემდეგმა კომპანიებმა შეასრულეს: Lufthansa, Atlas Global, Pegasus, Aeroflot და Aegean.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.