„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება ხვალიდან, 12 აგვისტოდან დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 23 305 085 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო მოედანი წარმოადგენს ვაკეს. იგი მდებარეობს არსებული ტერმინალის მიმდებარედ და მის გაგრძელებას წარმოადგენს.
ტენდერის პირობების მიხედვით, კონსტრუქციულ ნაწილზე გარანტიად - არანაკლებ 20 წელი; ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღეა განსაზღვრული.