თეგეტას შვილობილ კომპანია “თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა” და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებელ, BAIC MOTOR-ს (ბაიქ მოტორს) შორის 12 აგვისტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
BAIC ჯგუფი არის “Beijing Automotive International Corporation”-ი, რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე. „BAIC MOTOR“- არის ლიდერი ჩინური ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30% წილის მფლობელი.
კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას „BAIC MOTOR“-ის ელექტრომობილი სრულად დააკმაყოფილებს და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის.
BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ გეგმავს არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.
ეს არის „BAIC MOTOR“-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.
აღსანიშნავია, „BAIC MOTOR“-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის.
“თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს საქართველოში, როგორიცაა Porsche და Mazda.