ბიტკოინმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4000 დოლარიან ნიშნულს გადასცდა.
მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების განმარტებით, ამას ხელი შეუწყო იაპონიაში მასზე გაზრდილმა მოთხოვნამ. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბიტკოინის ფასის ზრდას განაპირობებს ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ინტერესიც, განსაკუთრებით ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან, მას შემდეგ რაც 1 აგვისტოს წარმატებით მოხდა კრიპტოვალუტის გაყოფა ბიტკოინად და „ბიტკოინ ქეშად“.
მიმდინარე წელს ციფრული ვალუტის კურსი ოთხჯერ არის გაზრდილი, მათ შორის მხოლოდ აგვისტოში მთელი 40%-ით.
ამ დროისთვის ერთი ბიტკოინის ფასი 4073,85 დოლარი გახლავთ, ხოლო კაპიტალიზაცია გაზრდილია 67,73 მილიარდ დოლარამდე. ამ ეტაპზე მომხმარებლების ხელში 16,5 მილიონი ბიტკოინია და მისმა ყოველდღიურმა ბრუნვამ 684,6 ბიტკოინი შეადგინა.
კოკა კვირკველია