მსოფლიოს 10 ყველაზე პატარა ქვეყანა

დედამიწაზე 200-ზე მეტი ქვეყანაა, რომელთა დასახელება ერთხელ მაინც გვსმენია ცხოვრებაში.

მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ასევე არის ქვეყნები, რომელთა არსებობას ვერც კი წარმოვიდგენდით, ვინაიდან მათ ძალიან პატარა ფართობი გააჩნიათ, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ რამდენიმე სახლს მოიცავს.

გაგაცნობთ 10 ქვეყანას პატარა ტერიტორიით, რომელთა მოსახლეობაც საშუალო ზომის ქალაქზე ან სოფელზე მცირეა.

პალაუ

ტერიტორია: 459 კვ. კმ

მოსახლეობა: 21 347 ადამიანი

პალაუს სახელმწიფო 300-ზე მეტი სხვადასხვა ზომის კუნძულისგან შედგება. პალაუ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია, მის აკვატორიაში 130 სახეობის ზვიგენი ბინადრობს, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან. პალაუს ტროპიკული ტყეები სავსეა სხვადასხვა მცენარითა და ფრინველით, მაგრამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ტბა, სადაც დაახლოებით 2 მილიონი მედუზა ბინადრობს, რომელთაც ევოლუციის შედეგად დასუსხვის უნარი დაკარგეს.

ნიუე

ტერიტორია: 261, 46 კვ. კმ

მოსახლეობა: 1 190 ადამიანი

ნიუე არის კუნძული და სახელმწიფო ოკეანიაში. ქვეყანაში არ არის განვითარებული როგორც ტურიზმი, ასევე არცერთი სამრეწველო საწარმო. ის ახალი ზელანდიის გრანტების ხარჯზე არსებობს. სამაგიეროდ, ქვეყანაში არის აეროპორტი და დედაქალაქი, მაგრამ ეს ქალაქი უფრო დაბას წააგავს, სადაც დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე ასევე არის სუპერმარკეტი - ერთადერთი მთელ სახელმწიფოში.

სენტ-კიტსი და ნევისი

ტერიტორია: 261 კვ.კმ

მოსახლეობა: 52 329 ადამიანი

სახელმწიფო ორი კუნძულისგან შედგება. ერთს სენტ-კისი ჰქვია, ხოლო მეორეს - ნევისი. ამ ქვეყნის ძირითადი საარსებო წყარო გახლავთ მოქალაქეობის გაყიდვა, რომლის შეძენაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც გააჩნია 250 000$ ადგილობრივი შაქრის საწარმოს ინვესტიციებისთვის. მოქალაქეობის მისაღებად მეორე ხერხიც არსებობს - თუ რომელიმე კუნძულზე შეიძენთ ქონებას, რომლის ღირებულებაც შეადგენს სულ მცირე 400 000 $.

ჰათ რივერი

ტერიტორია: 75 კვ.კმ

მოსახლეობა: 30 ადამიანი

ჰათ რივერის სამეფო ვირტუალური ქვეყანა გახლავთ, რომელიც ავსტრალიის იმავე სახელწოდების პროვინციაში მდებარეობს. მისი ტერიტორია აბსოლუტურად ემთხვევა კესლის ოჯახის ფერმერულ სავარგულებს, რადგან სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ლეონარდი გახდა ამ ახალი, არაღიარებული ქვეყნის დამაარსებელი. სხვათა შორის, ტურისტებს საშუალება ეძლევათ დამაარსებლის ბიუსტები იხილონ სამეფოს სხვადასხვა ნაწილებში.

ტუვალუ

ტერიტორია: 26 კვ.კმ

მოსახლეობა: 10 959 ადამიანი

ტუვალუ არის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ღარიბი ქვეყანა. ამ ჯუჯა-სახელმწიფოს ეკონომიური მდგომარეობა სრულიად სავალალო იქნებოდა, ინტერნეტ დომენი ".tv" რომ არ მიეღო, რომლის გაყიდვითაც ქვეყანა ყოველწლიურად მილიონობით დოლარს შოულობს.

ნაურუ

ტერიტორია: 21 კვ.კმ

მოსახლეობა: 9 591 ადამიანი

ნაურუ ყველაზე პატარა დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ყველაზე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო გახლავთ. ნაურუს ოფიციალური დედაქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გააჩნია. 40 კილომეტრიანი გზების გავლა მოსახლეობას კერძო ტრანსპორტით უწევს. კუნძულზე საკმაოდ ცუდი ეკოლოგიური ვითარებაა, ამიტომ ტურიზმი აქ თითქმის არ არის განვითარებული. ნაურუს კიდევ ერთი რეკორდი, რომელიც უფრო ნაკლოვანებაა - ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია ადამიანებისა, რომელთაც ჭარბი წონა აქვთ.

სებორგას სამეფო

ტერიტორია: 4,91 კვ.კმ

მოსახლეობა: 312 ადამიანი

მორიგი სახელმწიფო იტალიის რუკაზე, ამჯერად ვირტუალური. სებორგას სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც იმავე სახელწოდების სოფელი შედის - საფრანგეთის საზღვართან ახლოს. სებორგას მმართველის ტიტული ჟღერს, როგორც "თქვენო უდიდებულესობა", ხოლო არაღიარებული სახელმწიფოს ჯარი 3 კაცისგან შედგება: თავდაცვის მინისტრისა და ორი მესაზღვრისგან.

მოლოსიის რესპუბლიკა

ტერიტორია: 0,055 კვ.კმ

მოსახლეობა: 7 ადამიანი

აშშ-ში, ნევადას შტატის ტერიტორიაზე არაღიარებული სახელმწიფო მოლოსია მდებაროებს, რომლის მოსახლეობას შეადგენენ: კევინ ბო, მისი ოჯახი, 3 ძაღლი, ერთი კატა და ერთი კურდღელი. მოლოსიას აქვს ჰიმნი, გერბი და დროშა, ხოლო განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული აქ სიკვდილით ისჯება. 2017 წლის მაისში რესპუბლიკას 40 წელი შეუსრულდა. იგი საკუთარ პასპორტებს გასცემს და კოსმოსური პროგრამა გააჩნია.

მალტის ორდენი

ტერიტორია: 0,012კვ.კმ

მოსახლეობა: 113 500 ადამიანი

ვატიკანის გარდა, რომის ტერიტორიაზე არის კიდევ ერთი ძალიან პატარა სახელმწიფო, რომელსაც მალტის ორდენი ჰქვია. მისი ფართობი მოიცავს 0,012 კვ. კმ-ს და განთავსებულია 3 შენობაში: მათგან ორი რომშია, ხოლო მესამე მალტის კუნძულზე. ქვეყანას საკუთარი ვალუტა გააჩნია, მარკები, საიტი, საავტომობილო ნომრები და პასპორტები, რომლებიც იძლევა უვიზოდ გაადგილების საშუალებას პლანეტის რამდენიმე ათეული ქვეყნის ტერიტორიაზე. მალტის ორდენი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ოფიციალური ენა არის ლათინური.

სილენდი

ტერიტორია: 0,004კვ.კმ

მოსახლეობა: 27 ადამიანი

სილენდის არაღიარებული სახელმწიფო წარმოადგენს საზღვაო ბაქანს, რომელიც დიდი ბრინეთის ნაპირისგან10 კილომეტრში მდებარეობს. სილენდს მართავს თვითმარქვია პრინც-რეგენტი, ხოლო ყოველ მსურველს შეუძლია გახდეს ბარონი, გრაფი, ან თუნდაც ჰერცოგი. სახელმწიფოს საიტზე დიდგვაროვანის ტიტული სულ რაღაც რამოდენიმე ასეულ გირვანქა სტერლინგადშეგიძლიათ შეიძინოთ.

დუდანა ზაქარაია

წყარო: ambebi.ge

იხილეთ აგრეთვე: ნაურუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის აშშ-ს ფინანსურ დახმარებას აღარ მიიღებს

საქართველო ტუვალუსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს

როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები