ნაციონალური მოძრაობა: ”მთავრობამ დოლარის კურსის რყევით საკმაო ხეირი ნახა”

"ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, 2014 წლის ბოლო 2 თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი - 46 მილიონი ლარით.

"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა პირველად დაფიქსირდა. მათი თქმით, 2013 წელს საგრძნობლად არის გაზრდილი საგარეო ვალიც.

"ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს 1,345 მილიარდი ლარის შიდა ვალი აღნუსხა. 2014 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით კი, ქვეყნის საშინაო ვალმა 1,491 მილიარდ ლარს მიაღწია. ანუ 2 თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა," - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მთავრობამ დოლარის კურსის რყევით ”საკმაო ხეირი ნახა”.

”2013 წელს აიკრიფა 1 553 მლნ ლარი, რომელიც დოლარზე გადაანგარიშებით შეადგენს 936 მილიონს, ხოლო 2014 წელს სახელმწიფომ აკრიფა 1 639 მლნ ლარი 936 მლნ დოლარი, ანუ 86-მილიონიანი ზრდა, რეალურად, უდრის 0 დოლარს,” - მიაჩნიათ ”ნაციონალურ მოძრაობაში”.