იანვარი-ივნისში კომერციულმა ბანკებმა 168.9 მილიონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 168.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს ციფრი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.5 მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, 2016 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 140.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 14.4 მილიონი ლარის ვადაგადაცილებული სესხები ამოიღეს; მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 6.8 მილიონი ლარი იყო.

როგორც ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ბანკების მიერ ჩამოწერილმა სესხებმა 2017 წლის 1-ელ ექვს თვეში 21.5 მილიონი ლარი შეადგინა.