Google-ს მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ესმის საუბარი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, პირველად ქართულიც გაიგო!
სწორედ დღეს Google-ის ხმის ამოცნობის სისტემას 30 ახალი ენა დაემატა, მათ შორის ქართულიც!
აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ Google-ის ხმის საძიებო სისტემა, უშეცდომოდ ამოიცნობს ჩვენს მიერ წარმოთქმულ ნებისმიერ სიტყვას, ფრაზასა თუ წინადადებას და შესაბამის შედეგსაც დაუყოვნებლივ მოგვაწვდის.
მრავალრიცხოვანი ერებისათვის, თავიანთი მშობლიური ენის დამატება Google-ის საძიებო სისტემაში არც ისე მნიშვნელოვანი და შეუმჩნეველი ფაქტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ეს ნამდვილად დიდი მოვლენა და აღიარებაა. ახლა ჩვენ აღარ მოგვიწევს ინგლისურად, რუსულად ან თუნდაც სხვა ენაზე ვიკითხოთ და გავიგოთ ამინდი, ვნახოთ სიახლეები და ა.შ. ამ ყველაფერს ამიერიდან ჩვენს მშობლიურ, ქართულ ენაზე გავაკეთებთ!
გარდა Google საძიებო სისტემისა, ქართული ენა Gboard კლავიატურასაც დაემატა, ისიც მსგავსად თვისი ბიძაშვილისა, უშეცდომოდ ამოიცნობს ნებისმიერი სირთულის სიტყვას, ასევე სიტყვით ნათქვამ ემოციებს სმაილების სახით გადმოცემს, სარჩევ ველში, ამრიგად ტექსტის აკრება Gboard-ის საშუალებით ახლა ჩვენი ხმის მეშვეობით შეგვიძლია, რასაც ძალიან დიდი ხანი ველოდით!
Google-ის აპლიკაციაში ქართული ენის ჩასართავად, უნდა შეხვიდეთ პარამეტრებში > ხმა (Voice) > ენები (Languages) და ჩამონათვალში აირჩიოთ მხოლოდ ქართული. ასევე შეგიძლიათ მთავარ ენად დააყენოთ ქართული, ხოლო მეორე ხარისხოვან ენად დააყენოთ ინგლისური ან რუსული. ამისთვის დიდხანს უნდა დავაჭიროთ პრიორიტეტულ ენას, ხოლო მეორე ხარისხოვნებს მხოლოდ ერთხელ დავაწვეთ.
გარდა ქართულისა დაემატა სხვა ენები, როგორიცაა სომხური, კუთხური ინდური, ეთიოპიური, თამილი და სხვა.
წყარო: review.ge