მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოწირულება გაიღო.
ბილ გეითსმა საკუთარი კომპანიის Microsoft-ის ღირებულების 5% ქველმოქმედებას მოახმარა. როგორც "ბლუმბრეგი" საბირჟო და ძვირად ღირებული ფასიანი ქაღალდების კომისიაზე დაყრდნობით წერს, ბილ გეითსის მიერ ქველმოქმდებისთვის გატანილი აქციების პაკეტი 4,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ამ თანხის დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდში წავიდა.
1999 წელს ბილ გეითსმა ქველმოქედებაზე 16 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ კიდევ 5,1 მილაირდი დოლარი.
ამგვარად ბილ გეითსის ბოლო შემოწირულება მიმდინარე წლის ყველაზე მსხვილი გაღებული თანხაა ქველმოქმედებისთვის. უფრო ადრე Berkshire Hathaway -ის დამფუძნებელმა უორენ ბაფეტმა 3 მილიარდი დოლარი გაიღო, ხოლო კომპანია Dell-ის ხელმძღვანელმა მაიკლ დელმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი მოახმარა ქველმოქმედებას.
კოკა კვირკველია