ლი იაკოკა - წარმატების 6 გაკვეთილი მენეჯერების გურუსგან

იაკოკამ 32 წლის განმავლობაში გაიარა გზა კომპანიის ჩვეულებრივი ინჟინერიდან ”ფორდის” დირექტორობამდე.

ლიდო ენტონი იაკოკა (Lido Anthony (Lee) Iacocca) ლეგენდარული ამერიკელი მენეჯერი და რამდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორია. ის კომპანია Ford-ის ერთ-ერთი პრეზიდენტი, ხოლო მოგვიანებით კორპორაცია Chrysler-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოუშვა კომპანია Ford-მა პოპულარული ავტომობილი Ford Mustang-ი. იაკოკამ 32 წლის განმავლობაში გაიარა გზა კომპანიის ჩვეულებრივი ინჟინერიდან Ford-ის დირექტორობამდე. თუმცა, 1978 წლის 13 ივლისს მას კომპანიის პრეზიდენტთან, ჰენრი ფორდ II-სთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც სამსახურიდან წავიდა. ამის შემდეგ იწყება მისი კარიერა Chrysler-ში. მან რთულ მდგომარეობაში მყოფი კორპორაცია Chrysler-ი გაკოტრებისაგან იხსნა.

წარმოგიდგენთ, ამერიკული ავტოწარმოების გენიალური მენეჯერის, ლი იაკოკას წარმატების 6 საიდუმლოს და გასათვალისწინებელ რჩევებს:

1. მოერგეთ ადამიანების მოთხოვნებს

ლი იაკოკას მამამისი ყოველთვის ეუბნებოდა, როდესაც დაგიდგება რთული პერიოდი, დაკავდი სარესტორნო ბიზნესით, რადგან როგორ ცუდადაც არ უნდა მიდიოდეს საქმე, ადამიანები ჭამას მაინც არ შეწყვეტენ. ლის მამის რჩევა არასოდეს დავიწყებია.

2. გაითვალისწინეთ კრიზისული პერიოდის გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რა ფინანსური მდგომარეობა გაქვთ ამჟამად, არასდროს არ გტოვებდეთ ფიქრი შესაძლო კრიზისის შესახებ. უმჯობესია, თუკი მფლანგველობისადმი სიძულვილს გამოიმუშავებთ.

3. გამოძებნეთ დრო გართობისა და დასვენებისთვის

ლი იაკოკას მამა ყოველთვის ახსენებდა, რომ უმჯობესია ცხოვრებით ტკბობა. ამიტომ, რამდენსაც არ უნდა მუშაობდეთ, ყოველთვის გამონახეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის.

4. იყავით დისციპლინირებული და შეუპოვარი

როდესაც მომავალმა მენეჯერმა უნივერსიტეტში ჩააბარა, ის ბეჯითად მუშაობდა ცოდნის მისაღებად. მუშაობისას ყოველთვის თიშავდა რადიოს, რათა არაფერს გაეფანტა მისი ყურადღება. ის საკუთარ თავს არწმუნებდა: ”სამი საათის განმავლობაში მე მთელი ძალისხმევით ვიმუშავებ და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ მივატოვებ საქმეს და წავალ კინოში”. იმისთვის, რომ ბიზნესში ან ნებისმიერ სხვა საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, მნიშვნელოვანია შეგეძლოთ კონცენტრირება და თქვენი დროის რაციონალურად განაწილება.

5. დაგეგმეთ თქვენი დღის რეჟიმი

მნიშვნელოვანია შეგეძლოთ დღის დაგეგმვა. ხშირად, მენეჯერები მიდიოდნენ იაკოკასთან და ამაყად ეუბნებოდნენ: ”იცით, გასულ წელს იმდენი ვიმუშავე, რომ შვებულებითაც არ მისარგებლია”. ამაში კი საამაყო არაფერია. მთავარი მენეჯერი ყოველთვის ფიქრობდა - ”აი, ნამდვილი სულელი, სურს იმაში დამარწმუნოს, რომ შეუძლია 80 მილიონიან ობიექტზე აიღოს პასუხისმგებლობა. მაგრამ მაშინ როგორ არ შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში გამონახოს 2 კვირა სადმე გასამგზავრებლად და ოჯახთან ერთად გასართობად?!".

6. განსაზღვრეთ პრიორიტეტები

მომავალი მენეჯერი პრიორიტეტების განსაზღვრის ხელოვნებას ჯერ კიდევ კოლეჯში დაეუფლა. ის მიიჩნევდა, რომ პრიორიტეტების განსაზღვრის ცოდნა იყო მისი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი.