ქართულმა ვისკიმ “JIMSHER” მსოფლიოში პრესტიჟულ კონკურსში - World whiskey Masters (London, 2017), ვერცხლის მედლები მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში, - ამის შესახებ კომპანია იუწყება.
როგორც ვისკის ავტორმა, ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ აღნიშნა, ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში მიღებული წარმატებით “JIMSHER” საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს.
“მოხარული ვარ, რომ ლონდონის ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში, სადაც ჟიურის წევრები “ბრმა მეთოდით” იღებენ გადაწყვეტილებას, პირველმა ქართულმა ვისკიმ სერიოზული განაცხადი გააკეთა ვისკის სამყაროში. ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში მიღებული წარმატებით “JIMSHER” საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს და ვფიქრობ, ის მალე გახდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ჯილდოს”, - განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძემ.
პირველი ქართული ვისკის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ეკუთვნის დიზაინერ ზვიად ციკოლიას. World whiskey Masters-ში მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნები, საქართველო, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა.