„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე მეტი - 671.9 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა.
მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 129.5 მილიონი ამერიკული დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორია 129.0 მილიონი დოლარით.
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი სექტორების ჩამონათვალში მოხვდა ასევე: დამამუშავებელი მრეწველობა (124.5 მლნ დოლარი); ენერგეტიკა (117.3 მლნ); უძრავი ქონება (113.6 მლნ); სასტუმროები და რესტორნები (52.4 მლნ);
სამთომოპოვებითი მრეწველობა (49 მლნ); ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (28.8მლნ) და სოფლის მეურნეობა, თევზჭერა (8 მლნ).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წელს 59.4 % შეადგინა.
„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1 565.9 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.