ტუბერკულოზის ახალი ცენტრის განვითარებაში 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა

ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი ცენტრი, რომელიც 17 საწოლიანია, ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევა.

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხუდადოვზე ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი ცენტრის გახსნისთვის 22 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

დავით სერგეენკოს განმარტებით, გარდა ამ თანხისა, დამატებით 50 ათასი ლარიც გამოიყო, რომელიც ახალი შენობის ფუნქციონირებას, კომუნალურ და ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდება.

"შენობა უკვე მზად არის და ტესტირებას გადის სავენტილაციო, წყალმომარაგების სისტემები", - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.