თელასმა“ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს გეგმური სატარიფო განაცხადით მიმართა.
კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 18 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.
გარდა „თელასისა“, კომისიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით „საქრუსენერგომ“ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით „ვარდნილჰესების კასკადმა“ მიმართეს.
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე.