"ვითიბი ბანკმა" 8,2 მლნ ლარის აგროსესხი გასცა

როგორც "ვითიბი ბანკში" აცხადებენ, მიმდინარე წლის განმავლობაში, სავარაუდოდ 45-50 მილიონი ლარის აგროსესხები გაიცემა.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარატლში ბანკმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 8,2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა.

ბანკის ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს 37 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა. საერთო ჯამში, კომპანიებმა "ვითიბი ბანკისგან" 45,2 მილიონი ლარის აგროსესხები მიიღეს.