ბათუმის მერი - ბუნებრივი აირის საამქროს, რომელიც აფეთქდა, ჩვენგან მუშაობის თაობაზე ნებართვა არ ჰქონია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირის საამქრო აფეთქდა, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მივიდა.

როგორც ერმაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზარალის შესწავლა მოხდება და მოქალაქეებს სათანადო დახმარება გაეწევათ.

მისივე განცხადებით, ასევე მოხდება მომხდარის დაუყოვნებლივ შესწავლა. მერი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც ერმაკოვმა განაცხადა, აღნიშნულ საამქროს მუშაობის უფლებაზე მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.