ქათმის ხორცის ბაზრის ნახევარი ბარკლებს უკავია

ფრინველის ხორცის ქართულ ბაზარზე გაყინულ ქათამს 23,9% უკავია, რაც შეეხება ნედლ წიწილს, მის წილად მხოლოდ 2,5% მოდის.

აღნიშნულის შესახებ მარკეტინგული კვლევების სააგენტო GAMMA-ს კვლევაშია ნათქვამი.

რაც შეეხება ქათმის პროდუქტებს, მათი მოცულობა მთლიან რეალიზაციაში 70,9%-ით განისაზღვრა.

კატეგორიების მიხედვით - 58,8% (ბაზრის ნახევარზე მეტი) ქათმის ბარკალს უჭირავს, ქათმის ღვიძლის წილი 6,3%-ით, კუჭის - 3%-ით, ხოლო ფილესი -2,8%-ით შემოიფარგლა.

ფრინველისგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს მთლიან რეალიზაციაში მხოლოდ 2,8% ერგოთ, აქედან კოტლეტსა და სტეიკზე 1% მოდის, ქათმის სოსისზე- 0,7%, ხოლო ჩხირებზე - 0,6%.