გიორგი ჩოგოვაძე - არ მგონია სწორი იყოს ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტს“ ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები

არ მგონია, რომ სწორი იყოს საქართველოში ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტის“ პროექტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, „ჯემ ფესტის“ პროექტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უფრო დეტალურად ისაუბრებენ „ჯემ ფესტთან" დაკავშირებულ ყველანაირ სიტუაციაზე.

კითხვაზე, ვრცელდებოდა ინფორმაციას მასსა და ეკონიმიკის მინისტრს შორის არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც გიორგი ჩოგოვაძემ უარყო და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, რომლის გუნდსაც ის თავად წარმოადგენს და მომავალში ერთობლივად გუნდთან ერთად საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის დიდ საქმეებს გააკეთებენ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეაფასებს ის „ჯემ ფესტს“, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნულ პროექტს ჰყავს პასუხისმგებელი პირები. „ჯემ ფესტის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. როდესაც მოხდება სწორედ ამ ადამიანების მიერ ამის გაანალიზება და შეფასება, შემდეგ გაკეთდება ოფიციალური კომენტარები", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

კითხვაზე, „ჯემ ფესტისთვის“ გადარიცხულ თანხას უტარდებოდა თუ არა მოინიტორინგი, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან - არა".