ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ის თანამდებობას არ ტოვებს. „ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული არ იყო ტურიზმის ადმინისტრაციისთვის", - აღნიშნა ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება მისი შემცვლელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ჩოგოვაძის განცხადებით, ის პირადად და მთელი გუნდი აგრძელებს მუშაობას ტურიზმის განვითარებისთვის.
,,მთელი გუნდი აგრძელებს ბოლო წლებში დაწყებულ ამ დიდ საქმეს, რომელიც წელს დასრულდება 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურით. მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის ჩვენ ტურიზმის სფეროში", - განაცხადა ჩოგოვაძემ.