რეფინანსირების სესხი ხუთმა ბანკმა მიიღო

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე  450 მილიონი ლარის სესხი გაიცა.

განაცხადი ხუთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალურმა საპროცენტო განაკვეთმა 4 პროცენტი, მაქსიმალურმა - 4.01 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილმა 4.01 პროცენტი შეადგინა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.