თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ”ნიკორას” მაღაზიიდან თავდამსხმელებმა მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია წაიღეს.
როგორც სს ”ნიკორას” მარკეტინგის სამსახურში განაცხადეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ”ნიკორას” სავაჭრო ობიექტში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა.
მათივე ინფორმაციით, წაღებულია მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია.
”საბედნიეროდ, თავდასხმის დროს ობიექტის პერსონალი არ დაზარალებულა”, - აცხადებენ სს ”ნიკორაში”.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ობიექტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.