საქართველოს რკინიგზასა და მის ერთ-ერთ მოშიმშილე თანამშრომელს შორის, მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა. ვახტანგ ცისკარიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
”საქართველოს რკინიგზასა” და მის ერთ-ერთ მოშიმშილე თანამშრომელს შორის, მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა. ვახტანგ ცისკარიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს რკინიგზის მიერ შეთავაზებული პირობები, სადაც მოიაზრება, როგორც საცხოვრებელი, ასევე სატრანსპორტო ხარჯი და ხელი მოაწერა ”საქართველოს რკინიგზაში” სამსახურეობრივ პოზიციაზე მუშაობის ბრძანებას”, - აღნიშნავენ რკინიგზაში.