ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
თავდაპირველად ბარსელონის ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.
თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პოლიცია 30-მდე დაშავებულის შესახებ იტყობინება. ძალოვანი უწყება „თვითერის“ ვებგვერდზე წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ტერაქტს უკავშირდებოდეს. ესპანური მედიის ნაწილი კი 4 დაღუპულის შესახებ იუწყება.