იმერეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

საყოველთაო აღწერა, რომელიც ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაიწყო, თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას ითვალისწინებს.

ამ მიზნით „საქსტატმა“ 605 რეგისტრატორი მოამზადა და ისინი შესაბამის სამუშაოებს ორი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ.

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა თბილისში, ასევე აჭარის, გურიის, კახეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე 4000-მდე ადამიანი დასაქმდა.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება.