„ჯიპიაი ჰოლდინგი“ საკრედიტო შენატანების დაზღვევას იწყებს

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ „თიბისი ბანკთან“ ერთად სადაზღვევო ბაზარზე ერთობლივი ინოვაციური პროდუქტი გამოიტანა.

საკრედიტო შენატანების დაზღვევა ბანკის მსესხებლებზეა გათვლილი და დაზღვევის მიზანი მსესხებლის იმ რისკებისგან დაცვაა, რამაც შესაძლოა, შენატანების დროულად დაფარვას შეუშალოს ხელი.

პოლისის მფლობელის უმუშევრობის ან შრომისუუნარობის შემთხვევაში, სესხის შენატანებს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აანაზღაურებს.

პოლისის ღირებულება ყოველთვიური შენატანის 1,5-3,5%-ია და მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე არსებული სესხებისა თუ საკრედიტო ბარათებისთვის; კომპანიაში განმარტავენ, რომ მსესხებლის ხელფასის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

საკრედიტო შენატანების დაზღვევა ვრცელდება ყველა სახის საკრედიტო პროდუქტზე.