ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მომხმარებლებს ახალი სერვისი - ტარიფის გაყინვა (FARE LOCK) შესთავაზა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიტზე ვრცელდება.
ახალი სერვისის მეშვეობით, მომხმარებლებს კონკრეტულ რეისზე შერჩეული ტარიფის 48 საათის განმავლობაში შენარჩუნება შეეძლებათ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურების ღირებულება 3 ევროა.
„ავიაკომპანიის ახალი სერვისი ტარიფის გაყინვა (FARE LOCK) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, 48 საათის განმავლობაში შეინარჩუნონ კონკრეტულ რეისზე შერჩეული ტარიფი. სერვისის მოსაკრებელი 3 ევროა. სერვისის საშუალებით, გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენთვის სასურველი ბილეთი არც გაიყიდება და არც მისი ფასი მოიმატებს. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სასურველი რეისის თარიღამდე 7 დღით ადრე,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარის” პირველი ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა.