ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი ფილიალის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა, ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.