საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმდინარე წელს საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას 16,7 მილიონი ევრო დახარჯა.
როგორც ფრანგული გამოცემა Journal Officiel წერს, მისი მოწინააღმდეგის - „ეროვნული ფრონტის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, მარინ ლე პენის მიერ დახარჯულმა თანხამ 12,4 მილიონი ევრო შეადგინა.
ექს-პრემიერმა ფრანსუა ფიიონმა კი, რომლის წინააღმდეგაც საპრეზიდენტო კამპანიის დროს აღიძრა საქმე ოჯახის წევრების ქვეყნის პარლამენტში ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებით , საარჩევნო კამპანიისას 13,7 მილიონი ევრო დახარჯა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გაიმართა. ემანუელ მაკრონმა ხმების 66,1 პროცენტი მიიღო ხოლო მისმა კონკურენტმა მარინ ლეპენმა 33,9%.
კოკა კვირკველია