ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარს უკიდია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი ლიკვიდაცია მალევე მოხდება.