გენგეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას საჯარო ტრანსპორტის გამხოლოებული ხაზი, როგორც ავტობუსისთვის, ისე მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტისთვის, სადაც სხვა მანქანა ვერ შევა.
როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაუბრკოლებლად და კომფორტულად იმოძრავებს, თბილისელების უმეტესობაც ამ ტრანსპორტში გადაჯდება. გენგეგმაში განხილულია ასეთი სამი მარშრუტი:
ხაზი 1. იწყება დიდ დიღომში, კვეთს დიდუბეს და გრძელდება საბურთალოზე მეტროსადგურ "უნივერსიტეტამდე". ხაზი აერთიანებს მჭიდროდ დასახლებულ არეალებს დიღომში. მოისაზრება მისი გაგრძელება ზაჰესის სარკინიგზო სადგურამდე.
ხაზი 2. იწყება საბურთალოზე მეტროსადგურ "უნივერსიტეტთან", ვაკის გავლით მიუყვება ჭავჭავაძის გამზირს ფილარმონიამდე და კვეთს ვარდების მოედანს, რის შემდეგაც მიუყვება რუსთაველის გამზირს. თავისუფლების მოედნიდან ძველ ქალაქს უერთდება. შემდგომ ხაზი მიუყვება კოტე აფხაზის ქუჩას და გამოდის მარჯვენა სანაპიროსთან ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, სადაც გულიას მოედნის ხიდის გადაღმა სრულდება.
ხაზი 3. იყენებს ახალ გრძივ ღერძს, რომელიც რკინიგზას ჩაანაცვლებს და დიდუბისა და სამგორის სადგურებს გააერთიანებს. განიხილება ხაზის განვრცობა კახეთის გზატკეცილის გასწვრივაც.